აშშ-ის ომის დეპარტამენრის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს ტანკერი M/T Tifani, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო.
აღნიშნულია, რომ ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.
სამხედროებმა ჩაატარეს გემის შემოწმება, ზღვაზე გააჩერეს და ინციდენტების გარეშე ბორტზეც ჩხრეკა განახორციელეს. პენტაგონში აღნიშნეს, რომ მსგავსი ოპერაციები სანქცირებული გემების წინააღმდეგ მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზღვაო სამართლის აღსრულებას, რათა დავანგრიოთ უკანონო ქსელები და დავაკავოთ სანქცირებული გემები, რომლებიც ირანს ეხმარებიან, სადაც არ უნდა მოქმედებდნენ ისინი. საერთაშორისო წყლები არ არის თავშესაფარი სანქცირებული გემებისთვის,“ — ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.