საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ნებისმიერ პარტიას აქვს უფლება თავის ამომრჩეველს რესტორანში შეხვდეს. ამის შესახებ მან რესტორან "ლაზურში" პედაგოგებთან მიმდინარე შეხვედრის შეფასებისას განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც ესწრება.
გაბაშვილის განმარტებით, ამომრჩეველთან შეხვედრა ნებისმიერი სახის დარბაზში შეიძლება, მათ შორის რესტორანში და ეს კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
,,ეს არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეხვედრა მხარადმჭერებთან. ჩვენ კონტროლის პალატაში ყოველთვიურად წარვადგენთ ხარჯებს, მათ შორის დარბაზების დაქირავებისთვისაც. ყველა პარტია თავად წყვეტს სად შეხვდება ამომრჩეველს, დარბაზში თუ ქუჩაში, მათ შორის ხდება რესტორნის დარბაზის გამოყენებაც,, - განაცხადა დეპუტატმა.
რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, გაბაშვილის Tქმით, იგი ხალხს ხვდება, როგორც ნაციონალური მოძრაობის ერთ ერთი ლიდერი, ისევე როგორც ამას აკეთებენ უგულავა, შაშკინი და სხვა.
გავრცელებული ინფორმაციით, რესტორან "ლაზურში" ვარკეთილის სკოლების პედაგოგებს დღეს ვანო მერაბიშვილი, თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვდებიან.