საფრანგეთის ახალი ელჩი რენო სალენსი „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებს შეხვდა. შეხვდრაზე საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს საქართველოს ევრო სტრუქტურებში ინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
გიორგი თარგამაძემ და მაგდა ანიკაშვილმა ელჩს „ქრისტიან-დემოკრატების" პრიორიტეტები გააცნეს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მოძრაობის ლიდერმა საფრანგეთის ელჩს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ საკუთარი აზრი გააცნო და არსებული პრობლემიების გადაჭრის „ქრისტიან-დემოკრატიულ" ხედვაზეც ისაუბრა.
გიორგი თარგამაძის თქმით, საუბარი შეეხო წინა საარჩევნი პეროიდში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობასა და მედია მონიტორინგის აუცილებლობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ და ქრისტიან-დემოკრატების ხედვებზე ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან მიმართებაში," - განაცხადა თარგამაძემ.