2012 წლის გამოცდებისათვის მზადების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა აპლიკანტთა ბაზების ფორმირება. რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მეთვალყურეთა გეგმიური ტრენინგები, საგამოცდო ტესტების ბეჭდვა კი დიდ ბრიტანეთში უახლოეს დღეებში დაიწყება.
მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება საგამოცდო ცენტრების მომზადება ერთიანი ეროვნული, პედაგოგთა სასერტიფიკაციო, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის.
საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქში იხსნება, 2012 წელს საგამოცდო ცენტრების შენობები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში და ფოთში შეიცვალა.
ახალი ცენტრების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მონაწილეთათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნის შესაძლებლობაა.
2012 წელს ყველა ტიპის გამოცდაზე გამომსვლელთა რაოდენობა 100 ათასს აღწევს.
აპლიკანტები საგამოცდო ბარათებს ივნისის დასაწყისისთვის მიიღებენ.