საჯარო სამსახურებში ატესტაციის ნაცვლად, შეფასების სისტემა დამკვიდრდება. ამის შესახებ ცვლილება ~საჯარო სამსახურის შესახებ~ კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებული იქნება საკუთარ უწყებაში შეფასების ეფექტური სისტემა დანერგოს, რაც თავის მხრივ საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების საშუალებას უნდა იძლეოდეს. მოხელეთა შეფასება არანაკლებ წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.
მოქმედი ნორმით საჯარო მოსამსახურეებს ატესტაციის გავლის ვალდებულება სამ წელიწადში ერთხელ აქვთ.
ამასთან, ატესტაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ მოხელეები, შეფასებას კი ყველა საჯარო მოსამსახურე დაექვემდებარება.