საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ქართული ოცნების,, ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს აინტერესებთ, დასვამს თუ არა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" მთავრობის ყველა წევრისთვის, ნარკოტესტის გავლის საკითხს.
აღნიშნული კითხვა, ფრაქციის მდივანთან გიორგი ცაგარეიშვილთან შეხვედრაზე, მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სტეფნიშვილმა დასვა. მისი თქმით, ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბოლო დროს გავრცელდა კადრები, სადაც ,,უმაღლესი თანამდებობის პირები მეტად უხერხულად გამოიყურებიან,,
გიორგი ცაგარეიშვილმა მოძრაობის წევრებს განუმარტა, რომ ფრაქციის წევრებმა აღნიშნული საკითხი სხვადასხვა დროს რამოდენიმეჯერ დასვეს.
,,ფრაქციის ახლანდელ თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჰქონდა მეტად მნიშვნელობვანი ინიციატივა, რომელიც ავალდებულებდა ყველა თანამდებობის პირს, ნარკოტესტის გავლას თმის ღერით. ამ ინიციატივას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან ერთად დადო პირობა, რომ პირველი თავითონ გაივლიდა ასეთ შემოწმებას. თუმცა. ჩვენ დღემდე ვეძებთ სად ჩააბარა მან საკუთარი თმის ღერი. ეს არის ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მთლად კარგად ვერ არის საქმე,, - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ინიციატივის განუხორციელებლობის მიზეზად, ტესტის სიძვირე დასახელდა და ეს თანხა 100 ლარს შეადგენს.
პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში მიმდინარე შეხვედრას სამოცამდე ახალგაზრდა ესწრება. მათ ,,ქართული ოცნების,, მაისურები აცვიათ. დარბაზის გამოსასვლელთან შეხვედრის დასრულებას მანდატურის შვიდი თანამშრომელი ელოდება.