უხელმძღვანელებს თუ არა ივანიშვილის პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ეს ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლმა დავით ბერძენიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის კოალიციის პარტნიორ შემადგენლობაზე კომენტარებს ვერ გააკეთებს.
"რაც შეეხება ეკატერინე ხვედელიძეს და ბიძინა ივანიშვილის შვილს უტა ივანიშვილს, იქნებიან თუ არა ისინი ხვალ ივანიშვილის პარტიის წამყვან პოზიციებზე, ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს ყველაფერი ხვალ გახდება ცნობილი". - განაცხადა ბერძენიშვილმა.
შგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერს ბიძინა ივანიშვილს კონსტიტუცია არ აძლევს საშუალებას იყოს პარტიის თავმჯდომარე, რადგან მას არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. გავრცელებული ინფორმაციით, მის პარტიას მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე უხელმძღვანელებს.