საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ ლუგანსკის მეშვიდე საავადმყოფოში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
აღნიშნულთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინელ მოძმე ხალხს უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ ლუგანსკის საავადმყოფოში აფეთქება 18 იანვარს, დილით მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ჟანგვადის ბალონი გახდა. აფეთქების დროს საავადმყოფოში სულ 611 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 350 სამედიცინო პერსონალი იმყოფებოდა.