რომის მერ ალემანოსა და თბილისის მერ უგულავას შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში იტალიის საელჩოდან აცნობეს, ორ დედაქალაქს შორის იმედის მომცემი პერსპექტივები იზრდება.
"ორ დედაქალაქს შორის იმედის მომცემი პერსპექტივები - ეს გახლდათ ძირითადი თემა რომში, 13 აპრილს, შემდგარი შეხვედრებისა რომის მერ ჯანი ალემანოს, მერის მოადგილე სვევა ბელვიზოსა და თბილისის მერ გიორგი უგულავას შორის", - იტყობინება საელჩო და აღნიშნავს რომ რომი და თბილისი სულ უფრო "უახლოვდება" ერთმანეთს და არა მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით, რომელიც ალიტალიის გადაწყვეტილებით გაიხსნება ზაფხულში.
"შესანიშნავი პირობები, განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, რომლის მიმართაც ლაციოს საწარმოები სულ უფრო მზარდ ინტერესს იჩენენ. ინტერესი კი იზრდება იმ დიდი შესაძლებლობების გამო, რომელსაც საქართველო სთავაზობს", - აღნიშნავენ იტალიის საელჩოში.
მათივე ინფორმაციით, ამ დაინტერესების ნათელი დადასტურებაა ის სამუშაო შეხვედრა - "საქართველო, დიდი შესაძლებლობების მიწა იტალიური კომპანიებისათვის"- (Georgia, terra di opportunità per le imrpese italiane), რომელიც გაიმართა უნივერსიტეტში, ქართულ დელეგაციასა (ხელმძღვანელი გიორგი უგულავა) და იტალიალ მეწარმეებს შორის ამ ღონისძიებას წინ უძღვოდა, ასევე, უნივერსიტეტში, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გილაურის შეხვედრა იტალიელ მწარმოებლებთან.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას დაესწრო 100-მდე იტალიური საწარმოს წარმომადგენელი.