ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გამართა ორმხრივი შეხვედრა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიურეი მაკკალისთან.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და მაღალ დონეზე ორმხრივი ვიზიტების გაცვლის საკითხი. ასევე, აღნიშნულ იქნა ავღანეთში გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ საერთაშორისო თანამეგობრობის გრძელვადიანი ჩართულობის აუცილებლობა.