ნატო-ში მიმდინარე საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში 18-19 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვესნა პუშიჩთან, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვილი სოვენდალთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან დიაკონესკუსთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტავროს დიმასსთან, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრთან კარლ ერჯავეჩთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯულიო ტერცი დი სანტაგატასთან და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან.
შეხვედრების ძირითად მიზანს ჩიკაგოს სამიტისთვის მომზადება წარმოადგენდა. მხრეებმა იმსჯელეს როგორც სამიტის ფორმატებზე, ასევე მის შინაარსობრივ მხარეზე - თუ როგორ აისახება საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი სამიტის დასკვნით დოკუმენტებში.
შეხვედრებზე ასევე ისაუბრეს ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობაზე და ტრანზიციის პროცესის დასრულების შემდგომ ავღანეთში დარჩენის აუცილებლობაზე. განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, ასევე ორმხრივი ურთიერთობების თემატიკის ფართო სპექტრი.
მასალის გამოყენების პირობები