დღეს, 20 აპრილს, 11:00 საათზე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან - ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ინიციატივით და არასამთავრობო ორგანიზაცია "12 ნერგის" მონაწილეობით საძირკველი ჩაეყრება "მშვიდობის ხეივნის" გაშენებას.
აფხაზეთისა და და დანარჩენი საქართველოს საზღვართან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, თავმჯდომარის, გია(ელგუჯა) გვაზავას ხელმძღვანელობით 50 ნერგს დარგავენ.
13:00 საათზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს მესვეურები ზუგდიდში შეხვდებიან სამეგრელოს რეგიონში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე პედაგოგებს და პროფესიონალიზმითა და მოქალაქეობრივი პოზიციით გამორჩეულთ საპატიო სიგელებით დააჯილოვებენ.