"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი "ქართული აკადემიის" წევრებს შეხვდა და აღნიშნა, რომ აკადემიის წევრებმა საქართველოს პოლიტიკაში დიდი როლი შეასრულეს.
"თქვენ ძალიან დიდი როლი შეასრულეთ საქართველოს პოლიტიკაში, თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საუბედუროდ, ვერავინ ვერაფერს მივაღწიეთ და ესენი ისე განვითარდნენ, რომ საზოგადოებამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხა", _ განაცხადა ივანიშვილმა აკადემიკოსებთან შეხვედრისას.