"სერგეი ლავროვი ისეთ რეკლამას უკეთებს საქართველოს, ხომ არ ავიყვანოთ ტურაგენტად და ხელფასიც დავუნიშნოთ", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში პროფესიული კოლეჯის გახსნისას გააკეთა.
"თბილისში დელეგაცია გვყავდა და ადგილი ვერ ვუშოვეთ სასტუმროში. ყველა სასტუმრო სავსეა რუსი ტურისტებით. რაც მეტს ლაპარაკობს ლავროვი, არ ჩახვიდეთო, მით მეტი ხალხი ჩამოდის. ხომ არ ავიყვანოთ ლავროვი ტურაგენტად? მთელი თვითმფრინავები რუსებით არის გადაჭედილი. თან ყველას ნანახი აქვს მისი განცხადება და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით მოდიან. ხელფასი დავუნიშნოთ ლავროვს ტურაგენტის, ძალიან მაგარ რეკლამას უკეთებს საქართველოს. უკვე მეშვიდეჯერ გაგვიკეთა რეკლამა ბოლო ერთ კვირაში", _ განაცხადა სააკაშვილმა ქობულეთში.