"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს "პრეზიდენტის მუქარა" გადაუთარგმნა.
როგორც ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერთ-ერთმა დიპლომატმა აუწყა, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილისა და მისი დებატების ნაწილი დიპლომატებს არ უთარგმნეს.
"ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დებატებისა და მუქარის ნაწილი დიპლომატებისთვის არ უთარგმნიათ. ამიტომ "ქართულმა დასმა" გადაწყვეტილება მიიღო, ეს ჩანაწერი ეთარგმნა, ინგლისურ ენაზე ტიტრები დაედო და საელჩოებისთვის გადაეგზავნა. მათ ასევე გადაეგზავნებათ სააკაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალა, სადაც პრეზიდენტის უკანონო შემოსავლებზე, დაუსაბუთებელ ქონებასა და კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი. ეს მასალa, დიპლომატების მეშვეობით უმოკლეს ვადაში მათი ქვეყნების ლიდერებსაც ექნებათ", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პარლამეწნტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ბაღათურიას შორის მწვავე დებატები გაიმართა.
"ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზელენ, როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია", - მიმართა სააკაშვილმა ბაღათურიას და სხდომათა დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა.