უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიამოვნებით მიიღებდა ბირთვულ იარაღს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან, თუმცა მსგავსი შეთავაზება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სიამოვნებით მივიღებდი (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთისგან ბირთვულ იარაღს), მაგრამ ასეთი შეთავაზება ჯერ არ მიმიღია. თუმცა, სიამოვნებით. რუსებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ვინმე მოისურვებს... მაგრამ ეს არ ხდება“, - თქვა მან.
მანამდე რუსეთის დაზვერვან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აქტიურად მუშაობენ უკრაინის ბირთვული იარაღითა და მისი მიწოდების სისტემებით მომარაგებაზე და აპირებენ ამ იარაღის გადაცემის შენიღბვას, თითქოს უკრაინამ საკუთარი იარაღი განავითარა.
ზელენსკიმ პასუხად განაცხადა, რომ როგორც წესი, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე გამარჯვებას ვერ აღწევს, ის უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის ძებნას იწყებს.