პარლამენტის ახალი რეგლამენტის ინიცირება მომავალ კვირაში იგეგმება.
ახალი რეგლამენტი, რომელიც 323 მუხლისგან შედგება, ორ ნაწილადაა ჩამოყალიბებული - ძირითადი ნაწილი და გარდამავალი დებულება. ძირითადი ნაწილი იმ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელიც 2013 წლის შემდეგ კონსტიტუციაში შევა. გარდამავალ დებულებებში კი - დრობითი ნორმებია, რომლებიც 2013 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებამდე იმოქმედებს.
ახალი რეგლამენტის საბოლოოდ დამტკიცება საგაზაფხულო სესიის დასრულებამდეა დაგეგმილი.