საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რუსეთს აღიზიანებს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, მაგრამ შეგუება კბილების ხრჭიალით მოუწევს.
"რუსეთის ფედერაციას აღიზიანებს არა მარტო საქართველოს აუცილებელი გაწევრიანება ნატოში, არამედ აღიზიანებს საქართველოს არსებობა, როგორც დამოუკიდებელი, როგორც თავისუფალი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული ქვეყნის. ბატონ ლავროვს და კრემლის პოლიტიკურ ელიტას ორი არჩევანი აქვთ:ან მიეჩვიონ იმას, რომ საქართველო აქვს უფლება, გაწევრიანდეს იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სურთ, ან მოსკოვს მოუწევს ამის ყურება და წუხილით, კბილების ხრჭიალით ამასთან შეგუება", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში მიმდინარე ნატოს მინისტერილალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს.