საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ნატოსათვის მკრეხელურია საქართველოს "ტერიტორიული მთლიანობის" თემის მუსირების გაგრძელება.
სერგეი ლავრივი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვში გაოცებას და სიფრთხილეს იწვევს ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს დღემდე.
"დღეს კვლავინდებურად ნატოელი პარტნიორები თავის დოკუმენტებში საქართველოს ე.წ. ასპირანტთა შორის მოიხსენიებენ. ჩვენში ცოტა გაოცებასა და მართალი გითხრათ სიფრთხილესაც იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს რემინილიტარიზაციის პროცესი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ძალიან სწრაფად მიმდინარეობს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში იმყოფებოდა მან განაცხადა, რომ "მან მიაღწია სამხედრო მიწოდებების სრულად აღდგენას და პირობას, რომ აუცილებლად მიიღებენ ნატოში".
"მართალია, ეს ზოგადად, მისი, სააკაშვილი ინტერპრეტაციაა, როგორც მე ვიცი მას უყვარს ინტერპრეტირება - ჩვენში ეს ყველაფერი მაინც შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს ამ ადამიანის მორიგი ავანტიურის გამო მორიგი დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.