საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ყირგიზებს სურთ ის რეფორმები გაიმეორონ, რომელიც საქართველომ გაატარა.
როგორც ბაქრაძემ ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მათთვის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითია.
„რაც დღეს შეხვედრაზე მოვისმინე, იმედს მაძლევს, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლასი არსებობს, რომელიც რეფორმებით არის დაინტერსებული. ამ პოლიტიკური კლასისთვის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითი. იმედს გამოვთქვამ, რომ ყირგიზეთშიც რეფორმები წარმატებული იქნება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში დავით ბაქრაძემ.
ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრები დღეს უკვე შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს. ისინი ასევე შეხვდებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს 23
აპრილს დატოვებს.