საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას რუსეთის მიერ დაგეგმილ ,,კავკასია 2012" წვრთნებზე ისაუბრა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული წვრთნები მთლიანად კავკასიის რეგიონს უქმნის საფრთხეს.
,,ვისაუბრეთ რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო სწავლებაზე ,,კავკასია 2012" შესახებ, რომელიც უკიდურეს საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენს რეგიონში", _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ჰილარი კლინტონს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა.