ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის თქმით, საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. აღნიშნულის შესახებ, სენატორმა ავღანეთის უსაფრთხოების თემაზე ვაშინგტონის კარნეგის ცენტრში მოხსენების დროს გააკეთა.
,,მინდა ნატოს წევრობაზე საქართველოს საკითხი განიხილონ. ძალიან დიდი ხანია ეს პოზიცია მიკავია. შარშან, ჩვენ მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც მთავრობას ინსტრუქციას აძლევს საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების გზები მოსინჯონ. ჩვენ გვინდა ეს დოკუმენტი შესრულდეს", _ განაცხადა აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკეინნმა.