"აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატთა ასოციაციის" ყრილობა თბილისში 2012 წლის სექტემბერში ჩატარდება. - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საერთაშორისო მდივნის გიორგი რუხაძისა და "ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის" თავმჯდომარის პიტერ ვოსუს შეხვედრის შემდეგ გადაწყდა. გიორგი რუხაძემ ევროპელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს საქართველოს ქრისიტან-დემოკრატიული მოძრაობის 4 წლიან ისტორიაზე, წარმატებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა. განსაკუთერბული ყურადღება გამახვილდა მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და კონკურენტულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე.
"ყველასთვის ნათელია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის გამოცდა იქნება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია რომ საქართველომ ეს გამოცდას წარმატებით ჩააბაროს და დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ამ პროცესში ქართული საზოგადეობის აქტიურობის გარდა უდიდესი მნიშნველობა საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების პრიციპულობასაც ექნება" - განაცხადა პიტერ ვოსუმ.
ქრისტიან-დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ქალაქ რიგაში "ლატვიელი ქრისიტიან-დემოკრატების", "კონრად ადენაუერის ფონდისა" და "ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი რუხაძე შეხვდა ლატვიელი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერს მარა ზილვეგეს, ევროპის ქრისტიან-პოლიტიკური მოძრაობის თანჯოდმარეს პიტერვ ვოსუსა და ცენტრალური და აღმოსაველთ ევროპის ქრისიტან-დემოკრატიული და მემარჯვენე პარტიების ლიდერებს. კონფერენციის დასრულების შემდეგ ქრისიტიან დემოკრატების საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე ვიზიტს ჰოლანდიის დედაქალაში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის მიწვევით გააგრძელებს.