საქართველოს შესახებ დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, ისაუბრებენ რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.
შეხვედრაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომელზეც ნატოსა და რუსეთს განსხვავებული პოზიცია აქვს. მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესახებ.
დღესვე ბრიუსელში დაგეგმილია ,,ISAF"-ის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.
,,მიუხედავად იმისა, რა ხასიათის დოკუმენტი იქნება მიღებული, დოკუმენტში მაინც ფუნდამენტურად იქნება აღწერილი განსხვავებები ალაიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს.