საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, ვიცე პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრიანის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის წევრებთან და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან და მონაწილეობას მიიღებს კიევის მე-5-ე საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ვიცე პრემიერ-მინისტრი კიევის სამართლის ინსტიტუტში წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ საქართველოში წარმატებით განხორციელებული რეფორმები".