დღეს, 19 აპრილს, საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით, ყირგიზეთის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ოფიციალურ ვიზიტს ყირგიზეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბოდოშ მამიროვა უხელმძღვანელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ყირგიზეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდებიან, ხოლო 12:00 საათზე - პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.
ამას გარდა, სტუმრები აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვებიან. კერძოდ, დელეგაციის წევრები 16:00 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს თინა ბურჯალიანს შეხვდებიან, ხოლო 17:00 საათზე შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს.
ამასთან, ყირგიზეთის პარლამენტის წევრები, 21 აპრილს, ბათუმს ესტუმრებიან, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან.
საქართველოდან გამგზავრებამდე სტუმრები ქვეყნის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ. ყირგიზი დეპუტატები საქართველოს 23 აპრილს დატოვებენ.