"ქართული ოცნების" კიდევ ერთი რაიონული ოფისი კასპში, კოსტავას ქუჩაზე გაიხსნა. რაიონული ოფისის გახსნას კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ესწრებოდნენ. მათ ადგილობრივებს "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები გააცნეს.
"ველოდი, რომ იქნებოდა ხალხმრავლობა, რადგან ჩვენ ვიცით, ვის ვეყრდნობით კასპში. ერთ მუშტად შეკრული ეს ადამიანები შეძლებენ იმას, რომ კასპშიც ისევე დაამარცხონ ეს ხელისუფლება, როგორც საქართველოს სხვა ბევრ ქალაქსა და რაიონში", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ოფისის გახსნისას.