მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოძრაობის წევრების და მათი ნათესავების დევნასა და დაშინებაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხდა, 26 დეკემბერს ლაგოდეხის რაიონის გამგებელი გია გოზალიშვილი დაემუქრა ლაგოდეხის კულტურის სახლის დირექტორს აკაკი მჭედლიშვილს, რომლის ძმაც მოძრაობის ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, რომ საქმეს "შეუკერავდა" და თანამდებობას დაატოვებინებდა.
"ვითარებაში გარკვევის მიზნით, გია და აკაკი მჭედლიშვილები ლაგოდეხის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს გურამ კაკალაშვილს შეხვდნენ. პარლამენტარი შეეცადა დაერწმუნებინა ისინი, რომ გამგებლის მუქარა უსაფუძვლო იყო. მიუხედავად ამისა, იმავე საღამოს აკაკი მჭედლიშვილს სახლში კუდ-ის თანამშრომლები ეწვივნენ და ლაგოდეხის კულტურის სახლის დირექტორი "ხმაურის ატეხის" გამო დატუქსეს", _ განაცხადა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელი აფრთხილებს ლაგოდეხის რაიონის გამგებელს გია გოზალიშვილს, რომ "ხელებს მიამტვრევს", თუ მოძრაობის წევრების მიმართ შანტაჟი და მუქარა განმეორდება.