საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული იგორ მუსალიმოვი მიიღო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კანატ საუდაბაევის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ყაზახეთში.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციებს ამ და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.