საქართველომ პერუსა და ბოტსვანას რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. შესაბამის ოქმს ხელი უკვე მოეწერა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, მხარეებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივი კომუნიკეც გააფორმეს.
"ხელშეკრულებები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა", - აცხადებენ გრიგოლ ვაშაძის უწყებაში.