,,ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, ქართველი მედია ხელისუფლების ზეწოლას განიცდის და აუცილებელია მედიის წარმომადგენლებს დაუბრუნდეთ ღირსება.
,,ჩვენ უნდა მოვახერხოთ და რეალურად გავათავისუფლოთ ჩვენი მედია ხელისუფლების ზეწოლისგან. თავისუფალი მედია, მეოთხე ხელისუფლება აუცილებლად დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისათვის. კარგად მოგეხსენებათ როგორ ზეწოლას განიცდიან სახელისუფლებო ტელეარხები, ნაციონალური ტელეარხები და როგორ დღეშია მედია, როგორი შეურაცხყოფილი არიან ჟურნალისტები. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აღუდგინოთ მათ ღირსება", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში სტუმრობისას.