"საქართველოს გზის" ლიდერმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩს გაუგზავნა მიმართვა, სადაც ქართველი დამკვირვებლების სიის გადმოცემა და მათზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილმა აღნიშნა, "საქართველოს გზა" ასევე გაუგზავნის მიმართვას იმავე მოთხოვნით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სთხოვს მიაწოდოს უკრაინის არჩევნებზე აკრედიტირებული დამკვირვებლების სია.
ზურაბიშვილი საჯაროდ მიმართავს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოაქვეყნონ მონაცემები, თუ ვინ გაიგზავნა უკრაინაში არჩევნების დასაკვირვებლად, იმისათვის, რომ გაქარწყლდეს ეჭვი იმ 2100 დამკვირვებელზე, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა.