მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საჩხერის რაიონულ ორგანიზაციას რესპუბლიკური პარტიის ორი წევრი, მევლუდ შარვაძე და ადიკა კაპანაძე შეუერთდდნენ.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელთა განცხადებით, კიდევ ერთი "რესპუბლიკელი", დაახლოებით ერთი თვეა, მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციაშია გაწევრიანებული.
დღეს ქუთაისში ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მევლუდ შარვაძემ და ადიკა კაპანაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის პოლიტიკურ მიზნებს მთლიანად იზიარებენ.
მათი თქმით, ისინი მიესალმებიან რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობებს და ეთანხმებიან მოძრაობის პროგრამით გათვალისწინებული საგადასახადო რეფორმების კურსს.