რუსეთის ხელმძღვანელობას ხალხთა შორის მეგობრობა არ სურს. Aასე ეხმიანებიან ქართველი კანონმდებლები რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებით კიდევ ერთხელ დაიმსხვრა მითი თითქოს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სურს ხალხთა შორის მეგობრობა. თუმცა მეორე მხრივ ის რომ საქართველო არის წარმატებული და საქართველოს სახელმწიფო ვითარდება ამის ყველაზე კარგი მაგალითი და ინდიკატორია ის მილიონობით ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოდის მათ შორის რუსეთის მოქალაქეები", _ განაცხადა პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა.