სერგეი ლავროვის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები ეხმიანებიან და აღნიშნავენ რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს მათმა მოქალაქეებმა ნახონ საქართველოს განვითარება.
,,რუსეთის მთავრობას არ უნდა რუსმა ხალხმა საკუათარი თვალით ნახოს, თუ როგორ საქართველოს ეომება რუსეთი წლების განმავლობაში. Qქვეყანა სადაც პოლიცია არ იღებს ქრთამს, ქვეყანა სადაც ავტომანქანის განბაჟება შეიძლება ათ წუთში, ქვეყანა სადაც ყველა კუთხე-კუნჭულში რაღაც შენდება ა.შ. არ უნდათ თავის მოქალაქეებმა ნახონ როგორ შენდება საქართველო იმისთვის, რომ საკუთარმა მოქალაქეებმა მერე შეკითხვები არ დაუსვან რუსეთის ხელისუფლებას, რომ თურმე შეიძლება იყოს ქვეყანა სადაც არ არის კორუფცია", _ განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებაზე.