სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია შიდა ქართლის რეგიონს ეწვია და საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწო.
მინისტრმა კასპში მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრიც მოინახულა, რომელშიც ლაბორატორიაც განთავსდება, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოწმება მოხდება. ცენტრში გლეხს ყველა საჭირო მომსახურების მიღების საშუალება ექნება.
დღესვე, ზაზა გოროზია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის მეორე ეტაპს დაესწრო და დამატებით შემოყვანილი 100 ერთეული ტრაქტორი დაათვალიერა. მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გადამზადებულ მექანიზატორებს მართვის მოწმობები პირადად გადასცა.
ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში წლის ბოლოს ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტრაქტორი და 1200 მისაბმელი შემოვა. თანამედროვე ტექნიკის შემოყვანა და დანერგვა ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტი მიწის დამუშავებას, ადგილობრივი პროდუქციისა და შემოსავლების გაზრდას.