"ქრისტიან-დემოკრატებისთვის" გაურკვეველია, როგორ უხდის მადლობას მმართველი გუნდი ერთდროულად სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების მინისტრს, რომლებიც სხვადასხვა ფაქტზე საუბრობენ. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დეპუტატები ან მოატყუა, ან თავად არ იცოდა კონკრეტული ფაქტები.
"როგორ შეიძლება ერთდროულად მადლობას უხდიდეთ სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების მინისტრს, როდესაც გიორგი ტუღუში მინისტრის გადაყენებას და პასუხისმგებლობას ითხოვს იმის გამო, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება", - მიმართა ვეფხვაძემ უმრავლესობას.
მისი განცხადებით, ხათუნა კალმახელიძემ უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ გაიხსნა სასჯელაღსრულების 12 ახალი დაწესებულება, ხოლო სახალხო დამცველი ამბობს, რომ 7 შენობაა გახსნილი.
ვეფხვაძე სახალხო დამცველის მიერ ე.წ. კარცერებში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსაც შეეხო და არავინ ითვალისწინებს ომბუდსმენის რეკომენდაციას ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკის შესახებ.
მისი ინფორმაციით, საქართველოს დღეს 24 ათას 500 პატიმარი ჰყავს და ხელისუფლებამ მათი რიცხვის შემცირებისთვის არაფერს აკეთებს.