აშშ-ს პრეზიდენტების ექს-მრჩევლები ახლო აღმოსავლეთში არსებულ კრიზისებზე საუბრობენ.
ირანთან სამხედრო კონფლიქტი შესაძლოა გახდეს მასშტაბური დესტაბილიზაციის მიზეზი უზარმაზარი რეგიონისა - პაკისტანიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე. ამის ერთ ერთი შედეგი შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ომი იყოს. ეს განცხადება პოლიტოლოგმა, აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ გააკეთა.
მან რუსეთის, თურქეთისა და ირანის თანამედროვე როლი მეორე ექს-მრჩეველთან ნაციონალური უსართხოების საკითხებში ბრენტ სკოუკროფტთან ფორუმზე განიხილა, რომლის სახელწოდებაცაა "გლობალური უსაფრთხოება 2012". ფორუმი ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
თეორიულად საერთაშორისო პოლიტიკის ორ ვეტერანს სულ მცირე სხვა და სხვა შეფასებები უნდა გაეკეთებინათ. თუნდაც იმიტომ, რომ სამეცნიერი სფეროდან წამოსული ბზეჟინსკი პრეზიდენტ-დემოკრატის ჯიმი კარტერის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი სკოუკროფტი რესპუბლიკელი პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ ბუშ (უფროსის) ადმინისტრაციებში. თუმცა ასე არ მოხდა. ბზეჟინსკისა და სკოუკროფტის შეფასებები მრავალ საკითთში ერთმანეთთან ძალიან ახლო იყო.
აშშ-ს შესახებ - ორივე ექსპერტმა უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა. ბზეჟინსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა "ანალიტიკური მიდგომის არქონა". სკოუკროფტმა კი აღნიშნა, რომ ამჟამად ვაშინგტონი მოქმედებს ახალ მსოფლიოში - ამიტომაც საგარეო პოლიტიკური რეაქციები უკიდურესად ფრთხილი უნდა იყოს და ყველა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საჭიროა მაქსიმალიურად ფართოდ ფიქრი. ორივე ექსპერტი დაერთანხმა ერთმანეთს იმაში, რომ 2012 წელს, როდესაც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, რთული მოსალოდნელია, რომ აშშ-ს პოლიტიკა სხვა და სხვა საერთაშორისო კრიზისების მიმართ ადეკვატური იქნება.
"აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი პრობლემა არის მცდელობები სხვა და სხვა სახელმწიფოების შეცვლისა რეჟიმების ცვლილების გზით", _ აცხადებს სკოუკროფტი.
ზბიგნევ ბზეჟინსკი კი აღმიშნავს, რომ "ომის დაწყება ადვილია. არავინ იცის თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის და რამდები დაჯდება და კიდევ უფრო რთულია დაგეგმო ღირსეული გამოსავალი საომარი მდგომარეობიდან". მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს განცხადებების კეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოკრატი -მმართველები "უნდა წავიდნენ", მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილების რეალური გეგმების გარეშე, იმიტომ, რომ ეს არა თუ არ ხსნის პრობლემას, არამედ მხოლოდ აღრმავებს მას.
"არაბული გაზაფხულის" შედეგად ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა კი ზბიგნევ ბზეჟინსკიმ ასე შეაფასა: "ჩვენი შესაძლებლობები მოვახდინოთ გავლენა სიტუაციაზე ამ რეგიონში მცირდება. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ სხვა მოთამაშეებთან და ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ".
სირიასა და ირანზე - დისკუსიის ძირითადი თემა სირიასა და ირანში შექმნილი კრიზისი იყო, ასევე ყოველივე ამაზე საერთასორისო მოთამაშეების მიერ გამოვლენილი რეაქცია.
ბრენტ სკოუკროფტმა კი აღნიშნა, რომ ერთნიკური, რელიგიური, კულტურული თვალსაზრით სირია - რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რთული ქვეყანაა. მისივე თქმით, სირიის და ლიბიის კრიზისების შედარებები არაკორექტულია: ლიბიაში იმთავითვე თავლსაჩინო ოყი მხარეთა გაყოფა -მუამარ კადაფი ქვეყნის დაასვლეთ ნაწილს აკონტროლებდა, მისი მოწინააღმდეგეები კი აღმოსავლეთს. სირიაში კი ბასარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგობის კერები გაბნეულია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ამასთან ერთად, ბრენტ სკოუკროფტის აზრით, "ხვალაც რომ დაემხოს ბაშარ ასადის რეჟიმი სირიაში მშვიდობა მაინც ვერ დაისადგურებს".
ბრენტ სკოუკროფტი ასევე გამოვიდა განცხადებით იმის შესახებ, რომ არ არის საჭირო ირანის ჩიხში მოქცევა: "თეირანს მოქმედების სხვა ვარიანტები უნდა მიეცეს გარდა კაპიტულაციისა ან კონფლიქტისა".
ბზეჟინსკი მიიჩნევს, რომ ძალოვანი ჩარევა ამ კრიზისებში სავალალო შედეგებამდე მივა. მისივე თქმით, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციის შეიარაღების შესახებ (ამას მოითხოვს რამდენიმე არაბული სახელმწიფო და გავლენიანი ამერიკელი სენატორები) მაშინ ოპოზიცია ვერ შეძლებს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას, ხოლო ძალადობის დონე სირიაში მოიმატებს.
ისრაელმა რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს დაარტყას, თეირანი შეძლებს ავღანეთისა და ერაყის დესტაბილიზებას აშშ-ს შურისძიების სახით, რომელიც, როგორც ირანი მიიჩნევს, არაოფიციალურად მხარს დაუჭერს ისრაელს. მეტიც, ბზეჟინსკის აზრით, ამ სიტუაციაში ასევე ჩნდება საშიშროება კონფლიქტისა ირანსა და აზერბაიჯანს შორის (ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად გაუარესდა).
ბზეჟინსკი ასევე ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ისარგებლოს ამ სიტუაციით და საქართველოსთან ახალი ომი დაიწყოს რეჟიმის შეცვლისათვის. "სერიოზული კრიზისის დაწყების გარეშე ამის ალბათობა დიდი არ არის, მაგრამ ასეთი კრიზისი გაჩენის შემთხვევაში ამის ალბათობა იზრდება", _ აცხადებს ბზეჟინსკი.
ამასთან ერთად, ბზეჟინსკის ამ ვარაუდის კომენტირება კარნეგის ფონდის ექსპერტმა ტომას დე ვაალმა მოახდინა და მეტად სკეპტიკურად შეაფასა რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების შანსები.
მან განმარტა, რომ "2008 წელს რუსეთს ჰქონდა საბაბი ჩარეულიყო. ახლა კი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფაქტობრივად რუსეთის კონტროლის ქვეშ არიან, ხოლო იმისათვის, რომ მოსკოვმა მიიღოს გადაწყვეტილება შეიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზია საჭირო".
რუსეთისა და თურქეთის შესახებ - ბრენტ სკოუკროფტმა და ზბიგნევ ბზეჟინსკიმ გაიხსენეს, რომ რუსეთის, თურქეთისა და ირანის ურთიერთობებს ათასწლოვანი ისტორია აქვთ, ყველა ეს სახელმწიფო უძლიერესი იმპერიების ნარჩენებია, ხოლო მრავალი თანამედროვე მოვლენები კი სწორედ ამ პრიზმის მიღმა უნდა შევაფასოთ.
ბზეჟინსკის აზრით, რუსეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ვლადიმერ პუტინს აშკარა ნოსტალგია აქვს საბჭოთა კავშირისადმი: "შემთხვევით როდი უწოდა პუნტიბმა საბჭოთა კავშირის დარღვევას XX საუკუნის უდოდესი კატასტოფა - ის არ მიიჩნევს კატასტროფად ორ მსოფლიო ომს ან იაპონიის ბირთვულ დაბომბვას". სწორედ ამ გრძნობითაა ნაკარნახევი, ექსპერტის აზრით, ევრაზიული კავშირის შექმნა.
ბზეჟინსკი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი "კულტურულად და ისტორიულად - დასავლეთის ნაწილია. მაგრამ არის ორი საკითხი - დასავლეთისათვის დამახასიეთებელი კანონის უზენაესობისა და სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მოქალაქეტა მონაწილეობის არარსებობა". თუმცა მისი აზრით, რუსეთი ძალიან სწრაფად იცვლება, ისევე როგორც თურქეთი და ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს.