რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელიც აშშ-ში თავის ვიზიტს ასრულებს აცხადებს, რომ მოსკოვისათის მიუღებელი იქნება ჯექსონ-ვენიკის ცვლილების შესწორება "მაგნიტსკის სიით", რომლის დამტკიცებასაც ამერიკელ სენატორთა ჯგუფი მოითხოვს.
საუბარი მიდის აშშ-ს ჩასვლის აკრძალვაზე რუსი ჩინოვნიკებისათვის, რომლებიც სენატორთა აზრით, თანამონაწილენი არიან მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში ფონდ "Hermitage Capital"-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაში.
აშშ-ში მყოფმა სერგეი ლავროვმა რომელიც "დიდი რვიანის" ქვეყნების შეხვედრაში იღევბდა მონაწილეობას განაცხადა, რომ მაგნიტსკის საქმე მხოლოდ რუსეთის საქმეა და ის სხვას არავის არ ეხება.
"მცდელობა იმისა, რომ ანტისაბჭოთა შესრორებიდან ანტირუსული კანონმდებლობა გააკეთონ ჩვენ კატეგორიულად არ გვაწყობს",_ განაცხადა ლავროვმა.
კონგრესმენების ჰენრი ჯექსონისა და ჩარლზ ვენიკის შესწორება 1974 წელს მიიღეს და ის შეზღუვებს აწესებდა სოციალისტური ბლოკის ქვეყნებთან ვაჭრობას, რომლებიც თავისუფალ ემიგრაციას უშლიდნენ ხელს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეთრი სახლი ყოველწლიურად ახანგრძლივებს ამ შესწორებაზე მორატორიუმს, თუმცა იგი ამ დრომდე გაუქმებული არ არის - კონგრესი ამის გაკეთებაზე უარს აცხადებს.