კომპანია „ENVIL BATUMI" ბათუმში, კახაბრის დასახლებაში, არანაკლებ 150 ნომერზე გათვლილ სასტუმრო კომპლექსს ააშენებს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 10 აპრილს, სამინისტროსა და კომპანია „ENVIL BATUMI"-ს შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების ფარგლებში „ENVIL BATUMI" ვალდებულია ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მდებარე 5000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მშენებლობის დაწყებიდან 36 თვის ვადაში, არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი ააშენოს და ექსპლუატაციაში შეყვანოს.
სამინისტროს ინფორმაციით, ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 12 თვის ვადაში დაიწყებს და მშენებლობის დაწყებიდან 24 თვის ვადაში უზრუნველყოფს სასტუმროს შენობის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობას და ხოლო პროექტის დასრულებისა და სასტუმროს ოპერირების დაწყების შემდეგ დაასაქმებს საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს, არანაკლებ საერთო თანამშრომელთა 90%-ის ოდენობით.