საქართველოს არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლები ტელეხიდის საშუალებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წევრებს ესაუბრნენ.
აშშ-ის საელჩოში გამართული ტელეხიდით მხარეებმა, საქართველოში შექმნილ წინასაარჩევნო ვითარება და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
,,ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა სამოქალაქო სექტორთან. ისინი კარგი პარტნიორები არიან მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისა ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაინტერესებულია საქართველოში დემოკრატიის განვითარებითა და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით, Eეს გახლავთ წინასწარი საუბარი, რომელიც შედგება მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილი დემოკრატიული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის წინ", _ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
შეგახსენებთ, 16 აპრილს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგკლებში ვაშინგტონში საქართველოდან სამუშაო ჯგუფი გაემგზავრება.
Dდელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.