გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, უკრაინის გენერალურ საკონსულოსთან პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ტარდება. ამის მიზეზი „გაურკვეველი საფრთხეა“, - ინფორმაციას სააგენტო DPA ავრცელებს.
ადგილობრივი პოლიციის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა მომხდარის შესახებ თავდაპირველად დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
პოლიციამ დიუსელდორფის ცენტრში ქუჩის მონაკვეთი გადაკეტა. ადგილზე რამდენიმე პოლიციის ავტომობილი იმყოფებოდა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რა გახდა „გაურკვეველი საფრთხის“ მიზეზი.