სენსაციური აღმოჩენა სოფელ ხოვლეთში - არქეოლოგებმა იმ უძველეს თონესა და ჩარხს მიაკვლიეს, რომლითაც ჩვენი წინაპრები თიხის ჭურჭელს ათასწლეულების წინ ამზადებდნენ.
ასევე, ნაპოვნია უნიკალური კონსტრუქციები, წარმართული სამლოცველოები და სახელოსნოები. ოთხ ჰექტარზე გადაჭიმულ ისტორიულ ძეგლს გარშემო უდიდესი გალავანი არტყია, რომელიც ცხენისა და ვერძის თიხის ქანდაკებებითაა გაფორმებული.
არქეოლოგთა განცხადებით, ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც უწყვეტად არის წარმოდგენილი ათასწლიანი ისტორია - გარდამავალი პერიოდი ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანამდე.
ახალი აღმოჩენა კაცობრიობის განვითარების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ეპოქაზე დამატებით და აქამდე უცნობ ინფორმაციას იძლევა.