საქართველოში სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შემოყვანა კიდევ იგეგმება აღნიშნულის შესახებ, პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"როგორც იცით, გასულ კვირას რამდენიმე ასეული ტრაქტორი უკვე გადანაწილდა რეგიონებში, თუმცა მათი რაოდენობა უახლოეს დღეებში კიდევ გაიზრდება დაგეგმილია, შემდგომ ეტაპზე დაახლოებით, 400 ერთეულამდე ტრაქტორისა და კომბაინის შემოყვანა.
მანანა მანჯგალაძის თქმით, სასოფლო სამეორნეო ტექნიკის შემოყვანა იქამდე გაგრძელდება, სანამ მექანიზაციის პარკი, სრულად არ აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით.
,,ბუნებრივია ეს პროცესი გაგრძელდება იქმადე, სანამ მექანიზაციის პარკი, არ იქნება, სრულად აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც ჩვენს აგრარულ სფეროს სჭირდება", _ აღნიშნა მანჯგალაძემ.