სახალხო კრების პარტიის ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, სადა კრების წევრმა, ირაკლი ბათიაშვილმა, განცხადება გააკეთა 9 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
„გუშინ 2012 წლის 9 აპირლს, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ პრაქტიკულად პანაშვიდზე ადამიანებს სახალხო კრებისა და დემოკრატიული მოძრაობის წევრებს , რომელებიც 9 აპირლის მონაწილეები არიან, საკუთარი ზონდერ ბრიგადები დაახვედრა და მემორიალთან მისასვლელი გზა გადაუკეტა. პოლიციის მიერ გზის გადაკეტვა საგანგებო აღნიშვნისა და განხილვის საგანი არ გახდებოდა რომ არა ზონდერბგიგადების მობილიზაცია და ფრიად პოლულარული „ტიპაჟის", გია დგებუაძის, მეტსახელად „მასტერას" მიერ გახმოვანებული მუქარა ჩვენი მისამართით. თქვენვის საკმარისი არ იყო რაც 26 მაისს გაგიგეთეთ, შემდგომში უარესად გადაგივლით, ეს არ ის ზუსტად მისი სიტყები რაც მან გუშინ თქვა", - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი პანიკური შიში რაიმე ორგანიზებული აქციის მიმართ და განსხვავებული აზრის მქონე თავისუფლების მოყვარე ადამიანთა მიმართ. "ხელისუფლებამ მიითვისა ხალხის ქონება, დაკარგა ტერიტორიები, შეულახა ღირსება და პატივი მილიონობით ჩვენს თანამემაულეს, გუშინ კი შეეცადა ყველა ქართველისთვის ტრაგიკული და ამაღლებული თარიღის მითვისებას".
„არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი მსვლელობის ბლოკირება მოხდა იმ დროს, როდესაც მემორიალთან იმყოფებოდა სრულიად საქართველოს პატრიარქი. არც ის არის შემთხვევითი, რომ არც ერთი ტელეკომპანიის მთავარ გამოშვებაში არ მოხვდა. ძალზედ საგულისხმო და სამწუხაროა. გუშინ პირველად საქართველოს ისტორიაში, ქვეყნის ხელისფლებამ 9 აპრილს გარდაცვლილთათვის პატივის მისაგბად მისულ ადამიანებს ძალის გამოყენებითაც დაატოვებინა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ილუზიაშია ყველა ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლება, რომელიც მისგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სანთლის ანთებაშიც კი უქმნის პრობლემას ოდესმე ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს და ქვეყანაში დემოკრატიულ ფასეულობებს დაამკვიდრებს", -აღნიშნა ბათიაშვილმა.