"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები სოფელ ქვეშში მოსახლეობას შეხვდნენ. 2009 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადგილობრივებმა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, 520 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს ხელი არ მიუწვდებათ მიწების დასამუშავებლად და მოსავლის მოსაყვანად, სახელმწიფო მიწის გადასახადს მაინც აკისრებს. „ქრისტიან-დემოკრატების" განცხადებით აღნიშნული გადასახადი და დავალიანება ასეულობით ლარს უტოლდება. გიორგი ახვლედიანი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მოსახლეობას მიწის გადასახადის კვალობაზე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწეროს. ხელისუფლებამ კი დაკარგულ ტერიტორიებს დაბრუნების შემდეგ მოითხოვს აღნიშნული გადასახადის დაფარვა.
„სამწუხაროდ, სოფელ ქვეშის მოსახლეობის ერთადერთი პრობლემა უკანონო მიწის გადასახადი არ აღმოჩნდა. ადგილობრივებს კოლექტიური გამრიცხველიანების, გაზიფიცირების, სიღარის ზღავრს მიღმა პროგრამიდან უსამართლოდ ამოღებისა და გაუმართავ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემებიც აწუხებს. ჩვენ მოვითხოვთ ხელისუფლებამ დროულად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ საკითხებზე და დააკმაყოფილოს ადგილობრივი მოსახლობის მოთხოვნები", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.