"მე დღესაც სიამაყით ვიხსენებ, რომ მე ვიყავი ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი, მე ვაფინანსებდი ელცინის საარჩევნო კამპანიას და მე მოვნახე მექანიზმი, როგორ უნდა მომხდარიყო და როგორ გაემარჯვებინა იმ დროს ელცინს", _ განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
"9 აპრილს რაც მოხდა, ვინც იბრძოდნენ, ისინი ებრძოდნენ სისტემას. ვინც დაარბია 9 აპრილი, ესეც იმ სისტემის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი იყო. იყო ამ დროს აქ ის კაცი, რომელსაც ესენი მუდმივად ატრიალებენ თუ არ იყო ეს არც ვიცოდი და ეს არცაა საინტერესო. თანაც ამავდროულად მე არ ვეხმარებოდი ლებედს", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ბორის ელცინის წინასაარჩევნო შტაბის წევრობა მისთვის დღესაც საამაყოა.
"მე სიამაყით მოვიხსენიებ ჩემს ინტერვიუში, რომ მე ვიყავი ელცინის საარჩევნო შტაბის წევრი, მე ვაფინანსებდი ელცინის საარჩევნო კამპანიას და მე მოვნახე მექანიზმი, როგორ უნდა მომხდარიყო და როგორ გაემარჯვებინა იმ დროს ელცინს. მოგეხსენებათ ძალიან მძიმე დრო იყო მაშინ, მაშინ იყო საფრთხე იმისა, რომ კომუნისტებს შეეძლოთ აეღოთ რევანში. კომუნისტების რევანშის შემთხვევაში ის რისთვისაც თუ გნებავთ იბრძოდნენ 1989 წელს ისიც კი საფრთხის ქვეშ დადგებოდა და შესაძლებელი იყო უკან შემობრუნება რაღაც ეტაპზე და რაღაც დროის განმავლობაში კომუნისტებს ჰქონოდათ სურვილი აღედგინათ ის სისტემა, სისტემა, რომლის წინააღმდეგაც სიმბოლურად იბრძოდნენ 1989 წელს. მე დღესაც ვამაყობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, მაშინ ელცინს მხარს უჭერდა მთელი მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება, რამეთუ არ იყო არჩევანი უკეთესი. მეორე მხარეს იდგნენ კომუნისტები",_ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
მისივე თქმით, ის რაც მან მაშინ გააკეთა და "სადაც მოიხსენიებენ, მექანიზმად იყო გამოყენებული ლებედი, რამეთუ მან მოახერხა კომუნისტებისათვის ხმის დაბალანსება და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა ელცინმა და მე ამაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის და დღესაც სიმაყით ვიხსენებ".