"9 აპრილის" საზოგადოება და ახალი ეროვნული მოძრაობა "სამშობლო" 9 აპრილს 11:00 საათზე რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან გამართავს ბრიფინგს 1989 წლის 4-9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეეს, აქვე გაკეთდება განცხადება "9 აპრილის" მუზეუმის მიმართ განხორციელებული ვანდალიზმისა და 9 აპრილის სახელობის ბაღის ფარული პრივატიზების შესახებ.
9 აპრილს 11:00 საათზე აქვე მოეწყობა დევნილობაში მყოფი "9 აპრილის" მუზეუმის აღდგენილი ექსპონატების გამოფენა ღია ცის ქვეშ.