სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში პარლამენტს ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ტუღუშმა, პარლამენტის ოთხი კიმიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და მოწვეული სტუმრების მიერ გამოთქმული შენიშვნების შემდეგ განაცხადა.
ომბუდსმენის განმარტებით, ქვეყანაში უდანაშაულობის პრეზუმციის დაცვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმები არ არსებოს.
"ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმციას გაწერს. პარლამენტის ფუნქციაა, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნოს", - დასძინა ტუღუშმა.