სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა.
როგორც მან ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ,,ქართული დასის,, ლიდერის ჯონდი ბარათურიას პასუხად განაცხადა, სახალხო დამცველი ამ ფაქტს პოლიტიკურ შეფასებას ვერ მისცემს.
მისი თქმით, სახალხო დამცველმა შეისწავლა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი და პრეზიდენტს რეკომენდაცია გაუგზავნა, რომ ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენა მომხდარიყო.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს, ომბუდსმენის განმარტებით, ის მექანიზმი რაც მოქალაქეობის შესაწყვეტად იყო გამოყენებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია.
„ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა. ეს იყო სახალხო დამცველის ხედვა" - დასძინა ტუღუშმა.